კანადა-ჩინეთი

ჩინეთში კანადის კიდევ ერთ მოქალაქეს სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანეს

YouTube

7 აგვისტოს ჩინეთში კიდევ ერთ კანადელს, იე ძიანხუეის, ნარკოტიკების ტრანსპორტირებისთვის და წარმოებისთვის სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანეს – გუშინ ჩინეთში კანადის ერთ მოქალაქეს, სუ ვეიხუნგს, მიუსაჯეს სიკვდილით დასჯა ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულის გამო. 

2018 წლის შემდეგ, მას შემდეგ, რაც კანადაში დააკავეს ჩინური კომპანიის ხუავეის დამფუძნებლის ქალიშვილი და კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, მენგ ვანჭოუ, ჩინეთში უკვე მეოთხე კანადელს ელის სიკვდილით დასჯა ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულის გამო. 

ჩინეთის საგარეო სამინისტროს სპიკერს, ვანგ ვენპინს ჰკითხეს, არის თუ არა განაჩენი დაკავშირებული მენ ვაჭოუს საქმესთან, რაზეც მან უპასუხა, რომ ჩინეთის სამართლებრივი ორგანოები "საქმეებს დამოუკიდებლად აგვარებენ", თუმცა, ამასთან ერთად მან თქვა, რომ "კანადის მხარემ იცის ძირეული მიზეზი" ჩინეთ-კანადის ურთიერთობების გართულების.

პოლიციამ ოთახში, რომლსაც იე ძიანგხუეი და კიდევ, სხვა, 5 კაცი იყენებდა, იპოვა 218 კილოგრამი თეთრი კრისტალები, რომლებიც MDMA-ს შეიცავდა. სხვა 5 მამაკაცი ჩინეთის მოქალაქეა, მათგან ერთს სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოიტანეს, სხვებს კი 7 წლიდან სამუდამო პატიმრობა.

გუშინ, 6 აგვისტოს, კანადა სუ ვეიხუნგის სიკვდილით დასჯის განაჩენს გამოეხმაურა. კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრო კანადის მოქალაქის სიკვდილით დასჯის განაჩენით "ღრმად შეშფოთებულია" და ჩინეთს მოუწოდებს, რომ სუ ვაუხუნგი შეიწყალოს. 

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც ხუავეის დამფუძნებლის ქალიშვილი და კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, მენგ ვანჭოუ, კანადაში დააკავეს, ჩინეთმა კანადის ორ მოქალაქეს ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულების გამო სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა.

მენგის დაკავებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ჩინეთში ორი კანადელი, ბიზნესმენი მაიკლ სპავორი და ყოფილი დიპლომატი მაიკლ კოვრიგი დაიჭირეს. 2020 წლის ივნისში მათ ბრალი დასდეს შპიონაჟში.

კომენტარები