საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 2 ადამიანი. მონაცემებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
8 აგვისტოს მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 1 216 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 996 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 7 166 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 282.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 203 აქტიური შემთხვევაა.