NATO და საქართველო

ბაქრაძე: დღევანდელი მთავრობის დამსახურებაა, რომ კონგრესს აქვს კითხვები, რაც არასდროს ჰქონია

დავით ბაქრაძე
ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, საქართველო რჩება აშშ-ს პარტნიორად და ქართველი ხალხი იმსახურებს ნატო-ში გაწევრიანებას, თუმცა ქართულმა ოცნებამ "მოახერხა და მიაღწია" იმას, რომ აშშ-ს კონგრესი პირობით აჩერებს ქართველი ხალხისთვის გამოსაყოფ დახმარებას, ეს კი ქართული ოცნების პოლიტიკის შედეგია.

დავით ბაქრაძე საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობა ბოლო წლებში ისეთია, როგორიც არასდროს.

"ბატონ გახარიას არ ემახსოვრება, ის ამ დროს მოსკოვში საქმიანობდა, მაგრამ, თუ გადახედავს 8, 10, 12 წლის წინანდელ განცხადებებს და რეზოლუციებს შეერთებული შტატების კონგრესის, დაინახავს, რომ შეერთებული შტატების კონგრესი ყოველთვის იყო საქართველოს მთავარი მხარდამჭერი ნატო-ში გაწევრიანების პროცესში". – ამბობს დავით ბაქრაძე.

გახარია ამერიკელი კონგრესმენის, ადამ კინზინგერის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც გუშინ, 7 აგვისტოს თქვა, რომ საქართველოსთვის დრო დადგა, გახდეს NATO-ს სრულუფლებიანი წევრი.

კომენტარები