აფეთქება ლიბანში

ბეირუთში აფეთქების შემდეგ ქალმა საავადმყოფოში მალევე იმშობიარა [VIDEO]

ბეირუთში,  4 აგვისტოს, მასშტაბური აფეთქების შემდეგ  ქალმა საავადმყოფოში მალევე იმშობიარა.

ედმონდი და მისი ცოლი, ემა, საავადმყოფოში 4 აგვისტოს დილით მივიდნენ. მაშინ, როდესაც ემა პალატიდან სამშობიარო ოთახში უნდა გადაეყვანათ, ედმონდმა ვიდეოს გადაღება გადაწყვიტა. გადაღების დროს, მაშინ, როდესაც ედმონდი ოთახში შედიოდა, აფეთქება მოხდა და ოთახის ფანჯრები ჩაიმსხვრა.

"მე მივედი და ჩემა ცოლს ყველაფერი მოვაცილე, ექთანს ადგომაში დავეხმარე და ჩემი ცოლის საწოლი უსაფრთხო ადგილას გადავიტანე." – თქვა ედმონდმა.

მისივე თქმით, ექიმები და ექთნები ძალიან პროფესიონალები იყვნენ - "მათ ბავშვის გამოყვანა დაიწყეს ისე, თითქოს არაფერი მომხდარა".

ედმონდის თქმით, სამშობიარო ოთახი, წამლები და ინსტრუმენტები მთლიანად განადგურდა:

"ჩემ ცოლს წამლის გარეშე უნდა გაეჩინა ბავშვი. ამავდროულად, შუქი არ იყო. ამიტომ ექიმები და ექთნები ჩემს ცოლს მობილურით ანათებდნენ სინათლეს".

მათ ემას და ედმონდის მშობლები საავადმყოფოში ელოდებოდნენ. როცა ემას ექიმები და ექთნები აქცევდნენ ყურადღებას, ედმონდი მათ მოსაძებნად წავიდა. ედმონდის დედა, რომელიც წყვილს საავადმყოფოში ელოდებოდა დაშავდა. მას ფილტვი დაუზიანდა, თუმცა როგორც ედმონდი ამბობს, ის ახლა სტაბილურადაა და გამოჯანმრთელების გზაზეა. 

როგორც ედმუნდი ამბობს, მშობიარობის შემდეგ ემა პლასტმასის სკამით ჩაიყვანეს პარკინგზე - "და შემდეგ ჩვენ 600 მეტრი უნდა გაგვევლო ჩემს ცოლთან, რომელსაც ნაკერები ახალი დადებული ჰქონდა, 10 წუთის წინ გაჩენილ ბავშვთან ერთად, რათა ავტომობილამდე მიგვეღწია და სადმე უსაფრთხო ადგილას წავსულიყავით".

ედმონდისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა, თუ რამხელა გავლენა იქონია აფეთქებამ და რამდენი ადამიანი დაშავდა.

ის ამბობს, რომ ექიმები და ემა სუპერგმირები არიან - "შესაძლოა, ექიმები წასულიყვნენ. შესაძლოა შეშინებულიყვნენ და წასულიყვნენ, მაგრამ არავინ წავიდა".

ახალშობილის, ჯორჯის გაჩენის შემდეგ ექიმები წყვილს ყოველდღიურად კითხულობენ.

ემამ და ედმონდმა ჯორჯი სახლში 7 აგვისტოს წაიყვანეს. ედმონდი მადლიერია, რომ მისი ოჯახი ჯანმრთელად და უსაფრთხოდაა.

უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ბეირუთში აფეთქების შედეგად 145 ადამიანი დაიღუპა, 5 000-ზე მეტი დაშავდა, 250 000 უსახლკაროდ დარჩა. ოფიციალური ინფორმაციით, პორტში 2 750 ამონიუმის ნიტრატი აფეთქდა, რომელიც 2013 წლის შემდეგ უსაფრთხოების ზომების დაცვის გარეშე ინახებოდა. საზოგადოებაში გავრცელებული მოსაზრებით, აფეთქება დაუდევრობისა და არაეფექტური მმართველობის შედეგია.

კომენტარები