2008 წლის აგვისტოს ომი

RT-ის მთავარი რედაქტორი: თბილისის არაღება ჩვენი შეცდომა იყო

0 კომენტარი
Russia Today-ის ხელმძღვანელი მარგარიტა სიმონიანი ფოტო: SCANPIX / TASS

რუსული პროპაგანდისტული მედიის, RT-ის მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი, აგვისტოს ომის მეთორმეტე წლისთავს Facebook-ზე გამოეხმაურა. სიმონიანის აზრით, თბილისის არაღება რუსეთის შეცდომა იყო. 

სიმონიანის აზრით "მერყეობა რუსეთის მთავარი უბედურებაა." სიმონიანის აზრით, რუსეთმა ყოველთვის ის უნდა გააკეთოს, რაც რუსეთს სჭირდება.

"მერყეობა და ჭოჭმანი ჩვენი მთავარი უბედურებაა. ის არ უხდება, არც მამაკაცს და არც გეოპოლიტიკას. საბოლოოდ, როგორც ერთ-ერთ კლასიკოსი იტყოდა, შედეგად ვიღებთ ომსაც და სირცხვილსაც. თბილისის არაღებით, დონბასში წერტილის არდასმით, რა მივიღეთ? - რა სანქციებს ავარიდეთ თავი, თუ ე.წ. მსოფლიო თანამეგობრობის ფავორიტები გავხდით? უკვე არათუ მოსკოველი ზღარბისთვის, არამედ ბიჭვინთელი ხვილიკისთვისაც გასაგებია, რომ ჩვენ [რუსეთს] ნებისმიერ შემთხვევაში დაძირავენ, ისე, რომ დამაჯერებელი მიზეზის მოფიქრებასაც არ შეეცდებიან, ამიტომაც ყოველთვის ის უნდა ვაკეთოთ, რაც გვინდა, ყოველთვის და სწორედ აქ ჩნდება ყველაზე მთავარი პასუხგაუცემელი კითხვა - საბოლოდ რა გვინდა?"

2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა. საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პოლიციამ სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის 2 თანამშრომელი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები