კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 4 პაციენტი

CNN

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 9 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 4 ადამიანი. მონაცემებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

9 აგვისტოს მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 1 225 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1000 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 7 068 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 250.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 208 აქტიური შემთხვევაა.

კომენტარები