ავარია

ფანასკერტელზე მანქანა სკვერში შევარდა და ქვეითს დაეჯახა

flickr

თბილისში, ფანასკერტელის ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, სკვერში შევარდა და ქვეითს დაეჯახა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. 

შსს-ს ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის, ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები