ინდოეთი

ინდოეთში საკარანტინო სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა

Reuters

ინდოეთში, ანდჰრა-პრადეშის შტატში, COVID 19-ით ინფიცირებული პაციენტებისთვის განკუთვნილ საკარანტინო სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა.

ადგილობრივი უწყებების ინფორმაციით, ინციდენტი გამთენიისას მოხდა. საკარანტინო სივრცეში სულ 22 პაციენტი მკურნალობდა.

გასულ კვირას, ასევე, ხანძარს ემსხვერპლა 8 კოვიდინფიცირებული, რომლებიც ინდოეთის ქალაქ აჰმადაბადის ერთ-ერთ კერძო კლინიკაში მკურნალობდნენ.

მსოფლიოს მასშტაბით ინდოეთი COVID 19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით მესამე ადგილზეა. სულ ქვეყანაში დადასტურებულია ვირუსის 2 156 443 შემთხვევა, გარდაცვლილია 43 488 ადამიანი, ხოლო 1 481 666 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

კომენტარები