კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: 9 ახალი შემთხვევიდან, ორი სამედიცინო პერსონალია, ერთის წყაროს კვლავ იკვლევენ

იმედი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევიდან, ერთი სოფელ გაჩიანის კლასტერს მიეკუთვნება, სამი უკვე დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, ორი - სამედიცინო პერსონალი, ორი კი იმპორტირებული შემთხვევაა, რომელთაგან ერთი - სატვირთო ავტომანქანის მძღოლია.

გამყრელიძის თქმით, ერთი შემთხვევის ეპიდკვლევა ამ დრომდე მიმდინარეობს. მისივე თქმით, დღეს თუ არა ხვალ ამ შემთხვევის წყარო ცნობილი იქნება. 

9 აგვისტოს მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 1 225 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1000 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 7 068 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 250.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 208 აქტიური შემთხვევაა.

კომენტარები