ზოი სალდანა

ზოი სალდანა ბოდიშს იხდის 2016 წელს ნინა სიმონეს როლის შესრულებისთვის

ზოი სალდანა/ნინა სიმონე

მსახიობმა, ზოი სალდანამ, ბოდიში მოიხადა 2016 წელს ავტობიოგრაფიულ ფილმში მომღერალი, ნინა სიმონეს როლის შესრულებისთვის.

ფილმის გამოსვლისთანავე ზოი სალდანა მაყურებლებმა და ნინა სიმონეს ოჯახმა გააკრიტიკეს, რადგან მას როლისთვის კანის გამუქება და ცხვირის პროთეზის გაკეთება დასჭირდა. მაშინ მსახიობი კრიტიკოსებს არ დაეთანხმა, 4 წლის შემდეგ კი იმავე თემაზე ბოდიში მოიხადა.

"არასდროს უნდა მეთამაშა ნინა. ყველა ღონე უნდა მეხმარა, რომ გამორჩეული შავკანიანი ქალის სათამაშოდ, შავკანიანი ადამიანი შეერჩიათ." – თქვა მან.

ინტერვიუს დროს ზოი სალდანას ცრემლები წამოუვიდა და თქვა, რომ მას თავისი შავკანიანობის გამო ეგონა, უფლება ჰქონდა ნინა სიმონეს როლის შესრულების.

"ვიფიქრე, რომ ამის უფლება მქონდა, რადგან შავკანიანი ვიყავი. და მე ვარ შავკანიანი. თუმცა, საქმე ეხებოდა ნინა სიმონეს და მას ჰქონდა ცხოვრება, რომლისთვისაც პატივი უნდა ეცათ ყველა უმცირესი დეტალით, რადგან ის იყო განსაკუთრებით დეტალური ადამიანი." – თქვა მან.

მისივე თქმით, ის ბოდიშს იხდის, თუმცა ხაზს უსვამს იმას, რომ ნინა სიმონეს მუსიკა უყვარს.

კომენტარები