ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნები

მინსკში პოლიციასთან შეტაკებები დაიწყო, რა ხდება ბელარუსში - ფოტორეპორტაჟი

0 კომენტარი
ფოტო: TUT.BY

ბელარუსის დედაქალაქში საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. 9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. 

ბელარუსის ოფიციალური სახელმწიფო ეგზიტპოლების მიხედვით, არჩევნების პირველივე ტურში, დამაჯერებლად, მოქმედი პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო იმარჯვებს, რომელსაც წინასწარი მონაცემებით, ხმა ამომრჩევლების 80%-მა მისცა. ამავე კვლევის მიხედვით, 6.8% აიღო ლუკაშენკოს მთავარმა კონკურენტმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ. 

ხმათა 71%-ს იღებს ლუკაშენკო, ბელარუსული ტელეარხ ესტევეს მიერ დაკვეთილ ეგზიტპოლებში, ხოლო ტიხანოვსკაია 10%-ს. ლუკაშენკოს სასარგებლო მონაცემები გაავრცელა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამაც, უწყების საიტზე გამოქვეყნებული პირველი ოქმების მიხედვით, ლუკაშენკომ ხმათა 80%-ზე მეტი აიღო. 

ვითარება რადიკალურად განსხვავებულია საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო ოლქებზე, რომლებშიც სვეტლანა ტიხანოვსკაია 80-90%-ით უპირობოდ იმარჯვებს. პარალელურად, ვრცელდება არაოფიციალური, პარალელური დათვლების მონაცემები, რომლებშიც ასევე დამაჯერებლად, ტიხანოვსკაია ლიდერობს. 

გაყალბების წინააღმდეგ ბელარუსის მსხვილ ქალაქებში საპროტესტო აქციები საარჩევნო უბნების დახურვიდან მალევე დაიწყო. მალევე ქალაქების მთავარ მოედნებზე გამოჩნდნენ სამართალდამცავებიც, მათ გადაკეტეს მისასვლელი გზები. რამდენიმე ადგილას დაპირისპირება პოლიციასთან შეტაკებაშიც გადაიზარდა. 

ვრცელდება ინფორმაცია, რომ არ მუშაობს ბელარუსული ტელევიზიების ვებგვერდები.ინტერნეტის მუშაობის შეფერხების შესახებ ინფორმაცია მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა . სხვადასხვა ბელარუსული ოპოზიციური ინტერნეტ პორტალების ტელეგრამ არხებში ვრცელდება დემონსტრანტების დაკავების და პოლიციასთან შეტაკების კადრებიც. 

ფოტო: TUT.BY

ფოტო: TUT.BY

ფოტო: TUT.BY

ფოტო: TUT.BY

ფოტო: TUT.BY

ცნობილია, რომ სამართალდამცავებმა უკვე რამდენიმეჯერ გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი და ხმოვანი ყუმბარები. სხვადსხვა ცნობებით, მინსკში, საპროტესტო აქციაზე 5 ათასი ადამიანი შეიკრიბა. საპროტესტო შეკრებები მიმდინარეობს ქვეყნის სხვა მსხვილ ქალაქებშიც, მათ შორის, ბრესტში, ვიტებსკში, მოგილოვში. 

უფრო მეტი ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ გაიგეთ აქ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"იარაღის მუქარით ტელეფონები და ფული წაართვა" - სენაკში ყაჩაღობისთვის 63 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები