საიმონ კოუელი

საიმონ კოუელი ველოსიპედიდან გადმოვარდა და საავადმყოფოშია

The Drum

სატელევიზიო შოუების Got Talent-ის და X-Factor-ის ჟიურის წევრი, საიმონ კოუელი, ელექტრო ველოსიპედით სეირნობისას დაშავდა.

60 წლის ვარსკვლავი ველოსიპედიდან გადმოვარდა და ხერხემალი დაიზიანა. კოუელი სასწრაფო დახმარების მანქანამ მალიბუს ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმებს გადაუდებელი ქირურგიული ოპერაციის გაკეთება მოუწიათ. ამ დროისთვის წამყვანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

კოუელის მიერ შექმნილი შოუ, Got Talent 2014 წელს გინესის რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც ყველაზე წარმატებული სატელევიზიო რეალითი შოუ .

 

 

კომენტარები