ახალი კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: ეს არ გახლავთ ის შესაძლო პიკი, რომელსაც ჩვენ ველოდებით შემოდგომაზე

საქართველოს მთავრობა

"ის მოლოდინები, რომლებზეც მოსახლეობას აქვს განცდა, რომ ეს არის მეორე ტალღა და შესაძლო პიკი – ეს არ გახლავთ ის შესაძლო პიკი, რომელსაც ჩვენ ველოდებით შემოდგომაზე". – ამის შესახებ ტიკარაძემ საკოორდინატო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

ტიკარაძის განმარტებით, ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით, როგორც მსოფლიოს ყველა სხვა ქვეყანაში, საქართველოშიც მოსალოდნელია გარკვეული გართულებები, – "სწორედ აქედან გამომდინარე არის მაქსიმალური ოპერატიულობა და ჩვენი მოსახლეობის ინფორმირებულობა".

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, მესტიის მუნიციპალიტეტში გარკვეული შეზღუდვები წესდება:

  • იზღუდება გადაადგილება, როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მიმართულებით, ასევე მესტიის მუნიციპალიტეტიდან. 
  • წესდება შეზღუდვები გადაადგილებაზე დაბა მესტიასა და დაბა მესტიის სოფლებს შორის
  • დაბა მესტიასა და უშგულსა და ლენჯერში ფუნქციონირების უფლება ექნებათ მხოლოდ აფთიაქებს, საბანკო დაწესებულებებს, სასურსათო მაღაზიებსა და ღია ტიპის საკვებ დაწესებულებებს. 
  • ყველა მოქალაქე, რომელიც დატოვებს მესტიის მუნიციპალიტეტს გაივლის სავალდებულო კარანტინს

დღეს, 10 აგვისტოს, კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან 17 მესტიაში დადასტურდა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 1 250 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 1 010 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა.

კომენტარები