ქართული ოცნება

დმანისის მერი არჩევნებში კონკურენტი კანდიდატის მხარდაჭერისთვის ოცნებიდან გარიცხეს

ქართული ოცნების ინფორმაციით, დმანისის მერი და რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, გიორგი ტატუაშვილი რიგებიდან გარიცხეს. 

როგორც ქართული ოცნების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, გარიცხვის მიზეზი კონკურენტი კანდიდატის მხარდაჭერაა. 

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს სამდივნოს გადაწყვეტილებით, დმანისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, გიორგი ტატუაშვილი, რომელიც ამავე დროს იკავებს დმანისის მერის თანამდებობას, პარტიის რიგებიდან იქნა გარიცხული.

გარიცხვის მიზეზი გახდა პარტიული დისციპლინის უხეში დარღვევა, რაც გამოიხატა მის მიერ ქართული ოცნების კონკურენტი კანდიდატის საარჩევნო კამპანიის მხარდაჭერაში". – წერია გავრცელებულ განცხადებაში. 

კომენტარები