დღეს, 10 აგვისტოს, ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორი, გია ყანჩელი, 85 წლის გახდებოდა.
გია ყანჩელმა აქტიური მუსიკალური კარიერა 1963 წლიდან, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დასრულების შემდეგ დაიწყო. კარიერის განმავლობაში მას 50-მდე კინოფილმის მუსიკა აქვს შექმნილი, მათ შორის არის: არაჩვეულებრივი გამოფენა 1968 წელს, შერეკილები 1974 წელს, მიმინო 1977 წელს, ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი 1984 წელს და ა.შ.
გარდა კინოფილმებისა ის კომპოზიციებს წერდა სპექტაკლებისთვის, მათ შორის არის კავკასიური ცარცის წრე და ხანუმა.
პირველი საერთაშორისო აღიარება გია ყანჩელს 1977 წელს შექმნილმა სიმფონიამ ინ მემორია მიქელანგელომ მოუტანა.
გია ყანჩელი ბელგიაში, ქალაქ ანტვერპენში ცხოვრობდა. თუმცა, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ჯანმრთელობის გაუარესების გამო თბილისში დაბრუნდა. ლეგენდარული კომპოზიტორი 2009 წლის 2 ოქტომბერს გარდაიცვალა.
დაათვალიერეთ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის გაციფრულებული ფოტოები: