დემოკრატიული მოძრაობა

ნინო ბურჯანაძე ქართულ ოცნებას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს

0 კომენტარი
ფოტო: ფორმულა

დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი, ნინო ბურჯანაძე ქართულ ოცნებას კახეთში, თელავში გამართული ღონისძიების გამო ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაში ადანაშაულებს. 

ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ 10 აგვისტოს თელავში პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით ნახევარი მთავრობა აქტივიზმით იყო დაკავებული. 

"პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით ლამის ნახევარი მთავრობა დაკავებული იყო არა სახელმწიფო მოღვაწეობითა და მათი პირდაპირი მოვალეობით, არამედ მოქმედებდნენ, როგორც ქართული ოცნების აქტივისტები. რა არის ეს, თუ არა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება?" – თქვა ნინო ბურჯანაძემ. 

დემოკრატიული მოძრაობის ლიდერის შეფასებით, 10 აგვისტოს გამოჩნდა, თუ როგორ აპირებს ქართული ოცნება სახელმწიფო ბიუჯეტის გამოყენებას პირადად ბიძინა ივანიშვილის ინტერესების დასაცავად.

"ნათლად გამოჩნდა, როგორ აპირებს ქართული ოცნება სახელმწიფო ხარჯების, სახელმწიფო ბიუჯეტის და სახელმწიფოს თანამდებობის პირების, ქართული ოცნებისა და პირადად ბიძინა ივანიშვილის ინტერესებისთვის გამოყენებას". – ამბობს ნინო ბურჯანაძე. 

10 აგვისტოს თელავში პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ, თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და თბილისის მერმა, კახა კალაძემ მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი ქადაგიშვილი წარუდგინეს. ქადაგიშვილი კახეთის მოქმედი გუბერნატორია. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"იარაღის მუქარით ტელეფონები და ფული წაართვა" - სენაკში ყაჩაღობისთვის 63 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები