გიორგი შაქარაშვილის საქმე

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულმა მორაგბემ ბრალი ნაწილობრივ აღიარა

0 კომენტარი

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებულმა მორაგბემ, ნიკა ჟვანიამ ბრალი ნაწილობრივ აღიარა. ამ დრომდე ნიკა ჟვანია წარდგენილ ბრალს არ აღიარებდა. 

როგორც მორაგბის ადვოკატი, გიორგი ყავლაშვილი ამბობს, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ხელკეტი ჰქონდა და დაპირისპირებაშიც მიიღო მონაწილეობა. 

"აღიარებს, რომ ამ ცემაში, გარკვეულ დაპირისპირებაში მონაწილეობა მიიღო...

წავიდნენ შემრიგებლის როლის გამო და მოსაძებნად იმ ორი ადამიანის, მათი უბნელის". – ამბობს ადვოკატი ფორმულასთვის მიცემულ კომენტარში. 

კითხვაზე, რატომ ჰქონდა თან ხელკეტი, ადვოკატი პასუხობს, რომ როგორც ბრალდებული განმარტავს, მან ხელკეტი მანქანაში იპოვა და ხელს გააყოლა. 

"დარტყმით დაარტყა, კი. ამბობს, რომ ფეხის არეში დავარტყიო". – თქვა გიორგი ყავლაშვილმა. 

როგორც ადვოკატი ტელეკომპანიასთან საუბარში განმარტავს, ბრალის ნაწილობრივ აღიარების მიუხედავად, მისი დაცვის ქვეშ მყოფი საქმის კვალიფიკაციას არ ეთანხმება და ბრალის შემსუბუქებას ითხოვს. 

გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული, მათგან 6 არასრულწლოვანია.

თავდაპირველად გამოძიება მათ ჯგუფურ ძალადობას, ძალადობის ორგანიზებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებოდა. თუმცა ექსპერტიზის პირველადი დასკვნის შემდეგ, პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფური განზრახ მკვლელობის მუხლითაც დაიწყო – 109-ე მუხლის მეორე ნაწილი 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ თეთრიწყაროში 2 კილოზე მეტი ნარკოტიკი ამოიღო და ერთი პირი დააკავა

კომენტარები