ენმ

დეკანოიძე: ენმ პოლიტსაბჭოზე ვიმსჯელებთ, დავუჭერთ, თუ არა ზურაბ ჯაფარიძეს მხარს

ხატია დეკანოიძე
ენმ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრის, ხატია დეკანოიძის თქმით, პარტია უახლოეს პოლიტსაბჭოს სხდომაზე იმსჯელებს იმის შესახებ, დაუჭერს თუ არა მხარს დიდუბე-ჩუღურეთის საარჩევნო ოლქში გირჩის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის კანდიდატურას. 

როგორც დეკანოიძე განმარტავს, ზურაბ ჯაფარიძე ნამდვილად კარგი კანდიდატია, თუმცა მხარდაჭერასთან დაკავშირებით ჯერ პარტიამ უნდა იმსჯელოს. 

"ზოგადად, უნდა ვთქვათ, რომ მივესალმებით შემთხვევას, რომ ზურაბ ჯაფარიძე თავისი ახალი იდეებით იქნება წარმოდგენილი დიდუბე-ჩუღურეთში". – თქვა ხატია დეკანოიძემ. 

დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარ დეპუტატად საკუთარი თავის კანდიდატად წარდგენის შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ დღეს, 10 აგვისტოს ისაუბრა. გირჩის ლიდერს დღესვე გამოუცხადეს მხარდაჭერა ევროპული საქართველოს ლიდერებმა და იმედი გამოთქვეს, რომ ზურაბ ჯაფარიძე ოპოზიციის საერთო კანდიდატი იქნება და სხვა ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერასაც მოიპოვებს. 

ქართული ოცნების მხრიდან ზურაბ ჯაფარიძის კონკურენტი გია ვოლსკი იქნება. 

ოპოზიციურ პარტიებს თბილისის რვა ოლქიდან ამ დრომდე საერთო კანდიდატი მხოლოდ 6 ოლქში ჰყავთ წარდგენილი. საბურთალოსა და დიდუბე-ჩუღურეთის საარჩევნო ოლქებში პარტიები საერთო კანდიდატებზე აქამდე არ შეთანხმებულან. 

კომენტარები