სლოვაკეთი - რუსეთი

სლოვაკეთი ჯაშუშობისთვის სამ რუს დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს

Bratislava Tourism Office

სლოვაკეთი ბრატისლავაში რუსეთის საელჩოს სამ თანამშრომელს ჯაშუშობისთვის აძევებს. ინფორმაცია ორშაბათს სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა.

“სლოვაკეთის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციის თანახმად, მათი მოქმედებები ეწინააღმდეგებოდა დიპლომატიურ ურთიერთობებთან დაკავშირებით ვენის კონვენციას”. – განაცხადა საგარეო სამინისტროს სპიკერმა.

სლოვაკური ინტერნეტ გამოცემის aktuality.sk-ს თანახმად, დიპლომატები პერსონა ნონ გრატად 6 აგვისტოს გამოაცხადეს. ქვეყნის დასატოვებლად მათ დრო კვირის ბოლომდე აქვთ. 

სლოვაკეთში რუსეთის საელჩოს მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებია.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსული მხარე სლოვაკეთს შესაბამის პასუხს გასცემს.

კომენტარები