დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპის პრესკონფერენციის დროს თეთრი სახლის მახლობლად გაისროლეს

დონალდ ტრამპი

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პრესკონფერენცია სულ რამდენიმე წუთის დაწყებული იყო, როდესაც თეთრი სახლის მახლობლად გაისროლეს. პრეზიდენტმა პრესკონფერენცია საიდუმლო სამსახურის წევრების თანხლებით დატოვა, თუმცა მალევე დაბრუნდა საკონფერენციო ოთახში და დაადასტურა, რომ თეთრი სახლის მახლობლად გაისროლეს.

საიდუმლო სამსახურის ინფორმაციით, სამართალდამცავმა შეიარაღებულ პიროვნებას ესროლა, რომელიც თავად აპირებდა გასროლას. დაჭრილს მაშინვე აღმოუჩინეს პირველადი დახმარება და გადაიყვანეს საავადმყოფოში. სროლის დროს სხვა არავინ დაშავებულა. დაწყებულია გამოძიება.

საიდუმლო სამსახურის განცხადებით, ინციდენტის დროს თეთრ სახლში არავის შეუღწევია და საიდუმლოს სამსახურის დაცვის ქვეშ მყოფთ საფრთხე არ ემუქრებოდათ.

კომენტარები