კრიმინალი

გამოძახებაზე მისული პოლიციელი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა კაცმა დაჭრა

ქობულეთში, სოფელ გვარაში, გამოძახებაზე მისული პოლიციელი, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა კაცმა ცივი იარაღით დაჭრა. 

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, დაკავებულია ერთი ადამიანი. 

უწყების ცნობით, დაშავებული პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. გამოძიება კი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. 

კომენტარები