20th Century Fox

ბრენდი 20TH CENTURY FOX ოფიციალურად აღარ არსებობს

Screen Crush

კინოინდუსტრიის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობადმა ბრენდმა, 20th Century Fox ოფიციალურად არსებობა შეწყვიტა.

2019 წელს კინოკომპანია Disney-მ სტუდია 20th Century Fox 71 მილიარდ დოლარად შეიძინა. მიმდინარე წლის იანვარში სათაურს ჩამოშორდა სიტყვა "Fox"-ი. გასულ დღეებში კინოსტუდია დაიხურა, ხოლო სატელევიზიო ქვედანაყოფს 20th Television-ი ეწოდა.

20th Century Fox 1935 წელს შეიქმნა, როდესაც ორი კინოკომპანია Twentieth Century Pictures და Fox Films გაერთიანდა.

კომენტარები