კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: უნიღბოდ სიარულმა, დისტანციის დარღვევამ შეიძლება სწავლის დაწყებას რისკი შეუქმნას

საქართველოს მთავრობა

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, კორონავირუსის გამო სწავლასთან დაკავშირებული ცვლილებები არ იგეგმება, თუმცა მინისტრი აღნიშნავს, რომ "მოსახლეობის ქცევაზე იქნება დამოკიდებული ყველაფერი". 

"თუ ჩვენი ქცევა იქნება ისეთი, როგორიც არის დღეს და დღეს გვაქვს ჩვენ არა ნიღბის ტარება, არა სოციალური დისტანცირება და ა.შ. ეს, რა თქმა უნდა, მიგვიყვანს ჩვენ იმ გადაწყვეტილებამდე, რომ შეიძლება რისკი შეექმნას სექტემბერში სწავლის დაწყებას. სწორედ აქედან გამომდინარე, სრული მობილიზაცია ჩვენი მოქალაქეების არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ბავშვებს მიეცეთ საშუალება უსაფრთხო სკოლებში, კოვიდისგან თავისუფალ სკოლებში მიიღონ განათლება". – ამბობს ტიკარაძე. 

ჯანდაცვის მინისტრმა მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ, ხოლო კაფეებსა და რესტორნებს შრომის ინსპექციასთან აქტიური თანამშრომლობისკენ მოუწოდა. 

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის საქართველოს სკოლებში სასწავლო პროცესი მარტის დასაწყისში შეწყდა. 

კომენტარები