PATRICK STAR

პატრიკს სპანჯბობიდან საკუთარი სერიალი ექნება

Den Of Geek

სატელევიზიო არხი Nickelodeon-ი ახალ პროექტზე მუშაობას იწყებს. სპანჯბობის მეგობარს, პატრიკ სტარს საკუთარი ანიმაციური სერიალი ექნება. 

ახალი მულტსერიალი პატრიკისა და ოჯახის ურთიერთობას შეეხება. პერსონაჟს უცვლელად ბილ ფაგერბაკე გაახმოვანებს. პირველ სეზონში 13 ეპიზოდი იქნება.

შოუს გამოსვლის ზუსტი თარიღი ამ ეტაპზე უცნობია.

კომენტარები