აშშ-ჩინეთი

ჩინეთი კორონავირუსზე აშშ-ს ჯანდაცვის მინისტრის კრიტიკას გმობს

Reuters

ჩინეთმა კორონავირუსზე აშშ-ს ჯანმრთელობის მდივნის კრიტიკა დაგმო. 

აზარმა ტაივანში ვიზიტის დროს გააკრიტიკა ჩინეთის პასუხი კორონავირუსზე. მისი თქმით, მსგავსი რამ ტაივანში ან აშშ-ში რომ წარმოშობილიყო, მალევე შეაკავებდნენ

"ჩინეთის კომუნისტურ პარტიას ჰქონდა შანსი გაეფრთხილებინა მსოფლიო და მსოფლიოსთან ერთად ემუშავა ვირუსთან ბრძოლაზე. თუმცა, მათ აირჩიეს, რომ ეს არ გაეკეთებინათ და მათი არჩევანის ფასი ყოველდღიურად იზრდება." – განაცხადა აზარმა ტაივანში ისტორიული ვიზიტის დროს. 

აზარი უმაღლესი რანგის ამერიკელი ოფიციალური პირია, რომელიც 1979 წლის შემდეგ ტაივანს ეწვია. პეკინი აშშ-სა და ტაივანს შორის ნებისმიერი სახის დიპლომატიურ ურთიერთობას გმობს.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ამბობს, რომ აშშ-ს ჯანმრთელობის მდივნის მიერ კორონავირუსის მართვა "მსოფლიოში ყველაზე უარესია".

"მან იგნორირება გაუკეთა მილიონობით ამერიკელს, რომლებიც ვირუსისგან იტანჯებიან და ჩავიდა ტაივანში, რათა პოლიტიკური შოუ დაედგა." – დასძინა მან.

ტრამპის ადმინისტრაცია ჩინეთს თვეებია აკრიტიკებს და ადანაშაულებს ვირუსის გავრცელების დამალვაში, ინფორმაციის ჩახშობაში. ჩინეთი ბრალდებებს უარყოფს.

დონალდ ტრამპის თქმით, ახალი კორონავირუსის გავრცელების შემდეგ მისი კარგი ურთერთობა ჩინეთის პრეზიდენტთან სი ძინფინგთან შეიცვალა.

ახალმა კორონავირუსმა დადასტურებულად უკვე 20 მილიონზე მეტი ადამიანი დააავადა. ვირუსს სულ მცირე 735 469 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

ახალი კორონავირუსი ჩინეთში, ქალაქ ვუხანში 2019 წლის ნოემბერში ან დეკემბრის დასაწყისში უკვე გავრცელებული იყო. ჩინეთი ახალ ვირუსზე ინფორმაციას თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მალავდა და ახშობდა.

ამჟამად, ჩინეთისა და აშშ-ის ურთიერთობები ათწლეულების განმავლობაში ყველაზე გაუარესებულია და არამხოლოდ ახალი კორონავირუსის გავრცელების, არამედ ჰონგ-კონგის, ტაივანის, სინძიანგის საკონცენტრაციო ბანაკების საკითხის გამო და სხვ.

კომენტარები