ევროპალიგა

ევროპალიგის ნახევარფინალური წყვილები ცნობილია

UEFA

გუშინ, 11 აგვისტოს ევროპალიგის მეოთხედფინალების ბოლო ორი მატჩი გაიმართა და ყველა ნახევარფინალისტის ვინაობა ცნობილი გახდა.

დონეცკის შახტარმა, სადაც საქართველოს ნაკრების წევრი დავით ხოჭოლავა თამაშობს, ბაზელი ანგარიშით 4:1 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. ქართველ ფეხბურთელს წინა თამაშში მიღებული წითელი ბარათის გამო არ უთამაშია.

მეორე შეხვედრაში ესპანურმა სევილიამ ინგლისური ვულვერჰემპტონი მატჩის 88-ე წუთზე გატანილი ერთადერთი გოლით დაამარცხა. 

ნახევარფინალში დავით ხოჭოლავას შახტარი მილანის ინტერს დაუპირისპირდება, სევილიას მეტოქე კი მანჩესტერ იუნაიტედი იქნება. მატჩები 16 და 17 აგვისტოს გაიმართება.

კომენტარები