არასრულწლოვნის გატაცება

თბილისში მამაკაცი 5 წლის ბავშვის გატაცებისთვის დააკავეს

თბილისში მამაკაცი 5 წლის ბავშვის გატაცების ბრალდებით დააკავეს – ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყებაში ამბობენ, რომ მამაკაცმა 5 წლის ბავშვის სახლიდან მოტყუებით გაყვანა მოახერხა, მაგრამ სამართალდამცავებმა იგი მალევე ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. 

კომენტარები