არჩევნები 2020

ხაზარაძე ვაკეში კანდიდატის დაყენებაზე: ჩვენი გადაწყვეტილება ელენე ხოშტარიასთვისაც კარგია

პარტია ლელოს დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ ვაკეში მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატის დაყენებაზე ისაუბრა. ლელომ დღეს მაჟორიტარული ოლქების 25 კანდიდატი დაასახელა, მათ შორის იყო ლევან კობერიძეც, რომელიც პარტიამ ვაკეში წარადგინა. 

წინა თვეებში ოპოზიციური პარტიებს შორის კონსულტაციების დროს  მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ პარტია 30-ვე საარჩევნო ოლქში ემზადებოდა კანდიდატების დასაყენებლად, თუმცა, შესაძლებელი იყო, რომ გაეთვალისწინებინათ ზოგიერთი კანდიდატი და მათთვის კონკურენტი არ დაეყენებინათ. მამუკა ხაზარაძე მაშინ ამბობდა, რომ ერთერთ ასეთ კანდიდატად სწორედ ელენე ხოშტარია განიხილება, რომლის მიმართაც სიმპათიით იყო განწყობილი. 

დღეს, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ კვლავ პატივისცემით არის განწყობილი ელენე ხოშტარიას მიმართ, მაგრამ ვაკეში კანდიდატის დაყენება პარტიის ვაკელი მხარდამჭერების ინტერესებიდან გამომდინარე მიიღეს.

"მე ახლაც ვადასტურებ ჩემს პატივისცემას ელენა ხოშტარიას მიმართ, ნამდვილად მებრძოლი ადამიანია. მე მაშინ ვთქვი ვარაუდი, რომ ჩვენ შეიძლება ეს განვიხილოთ ეს არის ის პერიოდი, რომ დარჩენილი ოპოზიცია ერთმანეთში საუბრობდა რაღაცების დათმობაზე, რაშიაც ჩვენ არ ვიღებდი მონაწილეობას არც მაშინ და არც შემდეგ. როცა დავინახეთ, რომ იქ ვერ ჩამოყალიბდა ვერაფერი და დავინახეთ, რომ ვაკის ამომრჩეველმა მკაფიოდ გვითხრა, რომ ვერ გაიგეს რატომ არ უნდა ჰყავდეს ლელოს წარმომადგენელი ვაკეში. ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ ეს გავითვალისწინოთ, თანაც ვერ ავხსენით ეს ყველაფერი ჩვენ ამომრჩეველს". – ამბობს ხაზარაძე.

ლელოს ლიდერის შეფასებით, მისი პარტიის გადაწყვეტილება სასარგებლო იქნება ელენე ხოშტარიასთვისაც.

"მე ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი გადაწყვეტილება თვითონ ელენესთვისაც კარგია, ამ შემთხვევაში ოპოზიციის მოწინააღმდეგე არის მმართველი პარტიის კანდიდატი, შესაბამისად მე დარწმუნებული ვარ, რომ იქ მოიგებს ოპოზიცია". – განაცხადა ხაზარაძემ.

ლელოს მაჟორიტარ კანდიდატთა სია შემდეგნაირად გამოიყურება:

  • ბადრი ჯაფარიძე - საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.
  • ანა ნაცვლიშვილი - ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.
  • გრიგოლ გეგელია - რუსთავისა და გარდაბნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.
  • გიგლა მიქაუტაძე - გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.
  • ირაკლი კუპრაძე - ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.
  • ფიქრია ჩიხრაძე - სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.
  • კახა კოჟორიძე - ხაშურისა და ქარელის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.
  • მურად მურადოვი -მარნეულისა და გარდაბნის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.
  • ლევან კობერიძე - ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.
  • ეკა ქვლივიძე - გურჯაანის, საგარეჯოს, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.
  • საბა ბუაძე - მთაწმინდა - კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.
  • სოსო (მალხაზ) ვახტანგაშვილი - მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.
  • გიორგი სიორიძე - ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.
  • ლევან სამუშია -დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.
  • ალექსანდრე ახვლედიანი - ზუგდიდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.
  • ლანა გალდავა -ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.
  • ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი - ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.
  • ჯაბულ ხოდრევანიძე - ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი
  • პაპუნა კობერიძე - გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. 
  • ანა ბიბილაშვილი - ზესტაფონის, თერჯოლის, ტყიბულისა და ბაღდადის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. 
  • გიორგი ბარამია - ფოთის, ხობის და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. 
  • სოსო ლიპარტელიანი - ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. 
  • ანი მიროტაძე - ჭიათურის, საჩხერისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. 
  • პაატა ცივაძე - ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

კომენტარები