კორონავირუსი და დეზინფორმაცია

კვლევა: COVID-19-ზე გავრცელებული დეზინფორმაციის გამო ასობით ადამიანი მოკვდა

BBC.co.uk

2020 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში, სულ მცირე, 800 ადამიანი გარდაიცვალა ახალი კორონავირუსის მკურნალობის საშუალებებზე გავრცელებული დეზინიფორმაციის გამო.

ამის შესახებ ამერიკულ ჟურნალ American Journal of Tropical Medicine and Hygien-ში კვლევა გამოქვეყნდა.

კვლევაში წერია, რომ დაახლოებით 5 800 ადამიანი მოხვდა საავადმყოფოში ისევ და ისევ მკურნალობის არასწორი საშუალებების გამოყენების გამო.

უმეტესობა სპირტისა და სპირტის შემცველი გამწმენდი პროდუქტების დალევის შედეგად გარდაიცვალა, რადგან ფიქრობდნენ, რომ ახალ კორონავირუსს ეს უშველიდა.

კვლევაში ასევე წერია, რომ იყო შემთხვევები, როდესაც ადამიანები დიდი რაოდენობით ნიორს ჭამდნენ, ან ძალიან ბევრ ვიტამინს სვამდნენ. დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც ადამიანებმა COVID-19-ისგან პრევენციის მიზნით ძროხის შარდი დალიეს.

მკვლევრები წერენ, რომ ყველა მსგავს "მკურნალობის მეთოდს", შესაძლოა, ჰქონდეს სერიოზული და ცუდი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე. 

კომენტარები