ავტომობილების განბაჟება

გახარია: ავტომობილების განბაჟება 2021 წლის მარტამდე გადავადდება

ქართული ოცნება

პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას თქმით, ავტომფლობელებისთვის ავტომობილების განბაჟება 2021 წლის მარტამდე გადავადდება. პრემიერმა დავალება ფინანსთა მინისტრს მისცა. 

"ფაქტია, კრიზისის ზემოქმედება გრძელვადიანი იქნება. რამოდენიმეჯერ მოგვმართეს უკვე ავტოიმპორტიორებმა. განბაჟებასთან დაკავშირებით ერთხელ უკვე გადავავადეთ, ფისკალური წლის ინტერესებიდან გამომდინარე, ალბათ უმჯობესი იქნება, გადავავადოთ 2021 წლის მარტამდე, რაც ნიშნავს, რომ, როგორც განბაჟება გადავადდება, ასევე არ მოხდება საურავების დარიცხვა. ეს დაახლოებით 24 000 ავტომფლობელს შეეხება და 30 მილიონ ლარზე მეტი შეღავათი საგადასახადო გადავადების".- ამბობს გახარია. 

მისივე თქმით, ეს აუცილებელია რათა კრიზისის პერიოდში ავტოიმპორტიორებმა ყოველდღიური ხარჯები აირიდონ. 

კომენტარები