კინოსტუდია Warner Bros.-მა კრისტოფერ ნოლანის მომავალი ბლოკბასტერის Tenet-ის ახალი პოსტერები გამოაქვეყნა.
ფილმის სრული სიუჟეტი ცნობილი არ არის. მთავარი გმირი აგენტია, რომელიც მასშტაბური კატასტროფის შეჩერებას ცდილობს. სურათში მთავარ როლებს ასრულებენ ჯონ დევიდ ვაშინგტონი, რობერტ პატინსონი, ელიზაბეტ დიბიკი და კენეთ ბრანა.
ბლოკბასტერის პრემიერა 26 აგვისტოსაა დაგეგმილი.