ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმე

ბერლინში ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებულის ფოტო ბილბორდზე გამოფინეს

Facebook/Konstantin Goldenzweig

გერმანიის დედაქალაქში, ბერლინში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებული კრასიკოვის ფოტო ბილბორდზე გამოფინეს.

ბილბორდზე ვკითხულობთ: "გერმანიის შპიონაჟის მუზეუმი", მუზეუმის მისამართს და სამუშაო საათებს. 

ამის შესახებ ინფორმაციას კონსტანტინ გოლდენცვაიგი სოციალურ ქსელში ავრცელებს. მისი Facebook-ის მიხედვით, ის RTVI-ში მუშაობს.

საქართველოს მოქალაქე, ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში გასული წლის აგვისტოში მოკლეს. მკვლელობის ბრალდებით დაპატიმრებულს კი რუსეთის ფედერაციის პასპორტი აღმოაჩნდა, რომელიც ვადიმ კრასიკოვის სახელზეა გაცემული.

ამ საკითხზე ჩატარებული რამდენიმე ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, კრასიკოვი ФСБ-ს სპეცრაზმის ვეტერანი და რამდენიმე გახმაურებული შეკვეთილი მკვლელობის ფიგურანტია. 

გერმანიის ფედერალური პროკურატურის საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია, რომ კრასიკოვი რუსეთის ხელისუფლების დავალებით მოქმედებდა.

გერმანულმა მხარემ რუსეთს რამდენჯერმე მიმართა გამოძიებაში დახმარების თხოვნით, მაგრამ უშედეგოდ. 4 დეკემბერს გერმანიამ ქვეყნიდან ორი რუსი დიპლომატი გააძევა. მოგვიანებით იგივე ზომები მიიღო მოსკოვმაც.

კომენტარები