თამარ ბაჩალიაშვილის საქმე

ბაჩალიაშვილის დედა პროკურორს ბულინგში ადანაშაულებს, უწყებამ საქმის შესწავლა დაიწყო

ფორმულა / Screengrab

თამარ ბაჩალიაშვილის დედა საქმის ერთ-ერთ პროკურორს, მარიამ გოგორელიანს ბულინგში ადანაშაულებს. 

"მაბულინგებენ, რატომ არის რამიშვილი ჩვენი ადვოკატი თურმე, რატომ მოვიდა, რა ჰონორარის ფასად. ეს არის პროკურორი მარიამ გოგორელიანი. ჩამაცივდა, [ჟურნალისტ]კაპანაძეს შენ მიეცი თუ არა ის წერილიო, რა მნიშვნელობა აქვს მაგათთვის, ვინ მისცა, წყარო ვინ იყო. მიიტანა იმ კაცმა, გაასაჯაროვა და გამოიკვლიონ". - ამბობს თეონა თამაზაშვილი. 

პროკურორი მარიამ გოგორელიანი ბრალდებებს უარყოფს და ტელეკომპანია ფორმულასთან საუბარში ამბობს, რომ თეონა თამაზაშვილის მიმართ უკანონო არაფერი ჩაუდენია და საქმესთან დაკავშირებით ლოგიკური კითხვები დაუსვა. 

თამაზაშვილის განცხადების შემდეგ პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება პროკურატურის თანამშრომლის მიერ შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტზე.

უწყებაში აცხადებენ, რომ გენერალური ინსპექცია დეტალურად შეისწავლის ყველა გარემოებას თეონა თამაზაშვილის მიერ მედიაში გაჟღერებულ განცხადებებთან დაკავშირებით.

კომენტარები