THE DEVIL ALL THE TIME

THE DEVIL ALL THE TIME-ის ტრეილერი გამოვიდა

სტრიმინგსერვისმა Netflix-მა ახალი დრამის, The Devil All The Time-ის ტრეილერი გამოაქვეყნა.

ახალ ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ ტომ ჰოლანდი, რობერტ პატინსონი, მია ვასიკოვსკა, რაილი კიო, ბილ სკარშგორდი და სებასტიან სტენი. 

სურათის მთავარი გმირი პროვინციულ ქალაქში მცხოვრები, ალკოჰოლიკი მამის ოჯახში გაზრდილი ახალგაზრდაა, რომელსაც "ადამიანი ობობას" ვარსკვლავი ტომ ჰოლანდი განასახიერებს. 

დრამა სტრიმინგსერვის Netflix-ზე მიმდინარე წლის 16 სექტემბერს გამოვა.

კომენტარები