კორონავირუსი საქართველოში

მცხეთის სამედიცინო ცენტრში ყაზბეგიდან კორონავირუსით ინფიცირებული 4 პაციენტი შეიყვანეს

მცხეთის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი პაციენტი შეიყვანეს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ოთხივე ერთი ოჯახის წევრია და ისინი თბილისიდან დასასვენებლად იყვნენ ჩასულები. 

დამატებითი დეტალები ჯერ უცნობია. 

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 1283 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1068 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა.

კომენტარები