აფეთქება დიდუბეში

დიდუბეში, საცხობში აფეთქება მოხდა - დაშავებულია ორი ადამიანი

kavkazplus

თბილისში, დიდუბეში მდებარე საცხობში აფეთქება მოხდა. როგორც ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, აფეთქების შედეგად ორმა თანამშრომელმა საშუალო სიმძიმის დამწვრობა მიიღო. ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილი. 

უწყების ცნობით, აფეთქებას ნგრევა ან მსხვერპლი არ მოჰყოლია. მათი თქმით, ჯერჯერობით ცნობილი არ არის, რამ გამოიწვია აფეთქება და ამას გამოძიება დაადგენს. 

კომენტარები