Nick Cave

ნიკ ქეივი: პოლიტკორექტულობა მსოფლიოს ყველაზე უბედურ რელიგიად იქცა

Rockarchive

ავსტრალიელმა მომღერალმა, ნიკ ქეივმა საკუთარ პლატფორმა The Red Hand Files-ზე გულშემატკივრების კითხვებს უპასუხა და ე.წ Cancel Culture-ზე ისაუბრა.

მას ორი კითხვა დაუსვეს - "რა არის მოწყალება? რას ფიქრობ Cancel Culture-ზე?"

ქეივმა წერილი პირველ კითხვაზე პასუხით დაიწყო და დაწერა, რომ მოწყალების გარეშე საზოგადოება სულს კარგავს და საკუთარ თავს თვითონვე შთანთქავს.

"მოწყალება არის ღირებულება, რომელიც ყოველი ფუნქციური და ტოლერანტული საზოგადოების გულში უნდა იყოს. მოწყალება ბოლოს და ბოლოს გვაგებინებს, რომ ჩვენ არ ვართ უნაკლოები". - წერს მომღერალი.

ამის შემდეგ ნიკ ქეივი მეორე კითხვაზე გადადის და აღწერს, რატომ არ მოსწონს დღეს არსებული პოლიტკორექტულობა.

"რამდენადაც ვხედავ, Cancel Culture მოწყალების ანტითეზისია. პოლიტკორექტულობა იქცა ყველაზე უბედურ რელიგიად მსოფლიოში. მისი ერთ დროს საპატიო მცდელობა, რომ ჩვენი საზოგადოება ყველაზე სამართლიანად წარმოეჩინა, ახლა რელიგიის ყველაზე ცუდ ასპექტებს განასახიერებს (და არცერთი არ არის ლამაზი) - მორალური გულდაჯერებულობა და ფარისევლობა აღარ ტოვებს ადგილს ცოდვების გამოსყიდვისთვისაც კი." - წერს მომღერალი.

ნიკ ქეივი წერილის ბოლო ნაწილში ხელოვნებაზე ლაპარაკობს და განიხილავს, რა გავლენას ახდენს მსგავსი კულტურული მოვლენები [Cancel Culture] მის განვითარებაზე.

"Cancel Culture-ის წინააღმდეგობას არაკომფორტულ იდეებთან, მხუთავი ეფექტს ახდენს საზოგადოების შემოქმედებით სულზე". - წერს მომღერალი.

კომენტარები