DIANA: A NEW MUSICAL

პრინცესა დაიანას შესახებ დადგმული მიუზიკლი NETFLIX-ზე გამოვა

CNN

პრინცესა დაიანას შესახებ დადგმული მიუზიკლი Diana: A New Musical ბროდვეიზე 31 მარტს უნდა გამოსულიყო, მაგრამ ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო პრემიერა ერთი წლით გადაიდო.

ბროდვეის პრემიერაზე თითქმის ერთი წლით ადრე მიუზიკლი სტრიმინგსერვის Netflix-ზე გამოვა.

"მიუხედავად იმისა რომ მიუზიკლის ცოცხლად ნახვის სიამოვნებას არაფერი შეედრება, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, Netflix-თან თანამშრომლობის გადაწყვეტილება მივიღეთ" – ვკითხულობთ პროდიუსერების განცხადებაში.

კრისტოფერ ეშლის დადგმაში მთავარ როლს ასრულებს ჯინა დე ვაალი.

მიუზიკლის გამოსვლის ზუსტი თარიღი ამ ეტაპზე ცნობილი არ არის. 

კომენტარები