შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უცხო ქვეყნის ოთხმა მოქალაქემ საქართველოს საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა, რის გამოც სამართალდამცველებმა ისინი დააკავეს. დანაშაული 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყების განმარტებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სომხეთის რესპუბლიკიდან უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს საზღვარი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთას გულისხმობს და 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.