დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპს შხაპში წყლის ჭავლის სიძლიერის გაუმჯობესება სურს

დონალდ ტრამპი
lithub

მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შხაპში წყლის ჭავლის სიძლიერეზე დაიჩივლა, აშშ-ს ენერგიის დეპარტამენტმა წამოაყენა წინადადება, გადაეხედათ წყლის კონსერვაციის რეგულაციებსთვის, რათა წყლის ჭავლის წნევა გაუმჯობესდეს.

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თქმით, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მისი ვარცხნილობა იდეალური იყოს. როგორც ჩანს, შხაპში არსებული წყლის ჭავლის სიძლიერე პრეზიდენტს იდეალური ვარცხნილობის გაკეთების საშუალებას არ აძლევს.

1992 წელს მიღებული რეგულაციის თანახმად აშშ-ში შხაპის თავიდან წუთში 9.5 ლიტრზე მეტი რაოდენობის წყალი არ უნდა მოდიოდეს. მას შემდეგ, რაც აშშ-ში პოპულარული გახდა საშხაპეში რამდენიმე შხაპის თავის დაყენება, ობამას ადმინისტრაციის დროს წუთში 9.5 ლიტრის შეზღუდვა შეეხო ერთ აბაზანაში დაყენებულ ყველა შხაპის თავს. მაგალითისთვის თუ საშხაპეში 4 შხაპის თავია დაყენებული, ჯამურად საშხაპეში წუთში 9.5 ლიტრზე მეტი წყალი არ უნდა მოდიოდეს. 

ახალი წინადადების ფარგლებში, წუთში 9.5 ლიტრის ლიმიტი თითოეულ შხაპის თავზე ცალ-ცალკე გავრცელდება.

მომხმარებელთა და კონსერვაციის ჯგუფების აზრით, ეს ცვლილება არაეკონომიური და უსარგებლოა.

ენერგიის კონსერვაციის ჯგუფის Appliance Standards Awareness Project-ის დირექტორის განცხადებით, წყლის კონსერვაციის არსებული სტანდარტები მომხმარებლებს წელიწადში კომუნალურ გადასახადებზე 500$ დოლარის დაზოგვაში ეხმარება.

ენერგიის კონსერვაციის ჯგუფის დირექტორის, ენდრიუ დელასკის განცხადებით იმის ფონზე რომ ქვეყანას პანდემიასთან და აშშ-ს დასავლეთ რეგიონში გვალვასთან გამკლავება უწევს, წყლის ჭავლის სიძლიერის რეგულაციის ცვლილების შემოთავაზება სულელურია.

ენდრიუ დელასკიმ განაცხადა, რომ შეეძლო, პრეზიდენტისთვის კარგი შხაპის თავის რეკომენდაცია გაეწია, რომელიც მის მოთხოვნებს დააკმაყოფილებდა.

კომენტარები