ჯულიან ბრიმი

კლასიკური გიტარის შემსრულებელი, ჯულიან ბრიმი, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა

ჯულიან ბრიმი

კლასიკური გიტარის ცნობილი ბრიტანელი შემსრულებელი ჯულიან ბრიმი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მუსიკოსი დღეს, 14 აგვისტოს, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

ჯულიან ბრიმს თავისი კარიერის განმავლობაში გრემის 4 ჯილდო ჰქონდა მიღებული, 1960 წლიდან 1985 წლამდე კი დაჯილდოებაზე 20-ჯერ იყო ნომინირებული.

2002 წელს, 55-წლიანი პროფესიული კარიერის შემდეგ, ჯულიან ბრიმმა მუსიკისგან დასვენება გადაწყვიტა. მაშინ მან თქვა, ვგრძნობ, რომ ამ წლების განმავლობაში უკვე ყველაფერი გავაკეთეო.

კომენტარები