კარანტინი

ბათუმში, კარანტინში მყოფი კაცი სასტუმროს მეოთხე სართულიდან გადახტა

ბათუმში, კარანტინში მყოფი 27 წლის კაცი სასტუმროს მეოთხე სართულიდან გადახტა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. შემთხვევა გუშინ, 13 აგვისტოს მოხდა. 

შსს-ს ცნობით, მამაკაცი საქართველოში 13 აგვისტოს, სარფის სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან შემოვიდა, რის შემდეგაც ის სავალდებულო კარანტინის გავლის მიზნით, თანმხლებ პირთან ერთად, გადაყვანილ იქნა ბათუმში, ერთ-ერთ სასტუმროში, საკარანტინო სივრცის ერთ ნომერში.

"14 აგვისტოს ფ.ჯ., რომელიც ამ ეტაპზე გამოძიების მიერ გაურკვეველი მიზეზით არაადეკვატურად და აგრესიულად იქცეოდა, მოულოდნელად სასტუმროს მე-4 სართულიდან სასტუმროს შიდა ტერიტორიაზე გადახტა". - წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

კომენტარები