კორონავირუსი საქართველოში

მესტიაში გამოკვლეული 500 ადამიანიდან კორონავირუსი არცერთს არ დაუდასტურდა

მესტიაში გამოკვლეული 500 ადამიანიდან კორონავირუსი არცერთს არ დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Interpressnews ავრცელებს. 

10 აგვისტოს, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შეიზღუდა შესვლა-გამოსვლა მესტიის მუნიციპალიტეტში: დაბა მესტიის, ბეჩოს, ეცერის, იდლიანის, იფარის, კალის, ლატალის, ლახამულის, ლენჯერის, მულახის, ნაკრის, უშგულის, ფარის, ცხუმარის, წვირმის, ჭუბერის და ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში.

მუნიციპალიტეტის დატოვების შემთხვევაში კი მოქალაქეები სავალდებულო კარანტინს გაივლიან.

ასევე, საკარანტინე შეზღუდვები დაწესდა დაბა მესტიაში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში უშგულსა და ლენჯერში, რაც ამ დასახლებებსა და მესტიის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებს შორის გადაადგილების შეზღუდვას გულისხმობს.

კომენტარები