ბიზონი

სამხრეთ დაკოტაში ბიზონი თავს დაესხა ქალს, რომელიც ჯოგს ფოტოებს უღებდა [VIDEO]

გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ აშშ-ში, სამხრეთ დაკოტაში კასტერის ეროვნულ პარკში ქალს თავს დაესხა ბიზონი.

როგორც NBC წერს, მოტოციკლეტებით მიმავალი პირები გზაზე გაჩერდნენ, სადაც ბიზონის ჯოგი მიდიოდა. 

ერთ-ერთი ქალი ბალახზე გადავიდა, დაჯდა და ფურ ბიზონს და მის ხბოს ფოტოებს უღებდა. ამ დროს ქალს სხვა ბიზონი დაესხა თავს და შარვალი შემოახია. მალევე, როდესაც ბიზონი ქალს გაეცალა, იქ მყოფი ადამიანები დაშავებულის დასახმარებლად მივიდნენ.

კასტერის ეროვნული პარკის წარმომადგენლებმა განცხადება გაავრცელეს. მათი თქმით, ეს ინციდენტი იმაზე მიუთითებს, რომ ცხოველებთან მიახლოება საშიშია და ყველა ფრთხილად უნდა იყოს.

პარკის ზედამხედველის, მეთ სნაიდერის თქმით, 54 წლის ქალი ვერტმფრენით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ვიდეოს გადამღებმა კადრები გააზიარა, რადგან სურდა, ხალხი გაეფრთხილებინა, რომ გარეულ ცხოველებთან მიახლოება საშიშია. 

"გთხოვთ, გთხოვთ, გთხოვთ, გააზიარეთ ეს ვიდეო, რათა ხალხმა გაიგოს, რომ შესაძლოა მოკვდნენ, როდესაც ასეთი ძლიერი ცხოველის პირისპირ აღმოჩნდებიან".

კომენტარები