არჩევნები 2020

დეკანოიძე ბაქრაძეზე: ენმ-სა და სააკაშვილზე თავდასხმა ბიძინა ივანიშვილის სურვილია

0 კომენტარი
ხატია დეკანოიძე ფოტო: ენმ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ხატია დეკანოიძე ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის სიტყვებს ეხმაურება, რომ სააკაშვილი, მერაბიშვილი და ადეიშვილი მომავალ მინისტრთა კაბინეტში არ იქნებიან. დეკანოიძის თქმით, ეს ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე თავდასხმა და ბიძინა ივანიშვილის სურვილია, ხოლო თუ ნაციონალურ მოძრაობას, როგორც ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას, არ უქმნი კოალიციას, მაშინ რჩება მხოლოდ ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი.

"ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე თავდასხმა და, მათ შორის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერზე, მიხეილ სააკაშვილზე თავდასხმა – ეს არის სწორედ ბიძინა ივანიშვილის სურვილი, რომელიც, მაგალითად, ღარიბაშვილის ენით ახმოვანებს იმას, რომ ნაციონალური მოძრაობა საერთოდ უნდა გაქრეს პოლიტიკური ცხოვრებიდან. შესაბამისად, ეს დააზიანებს იმ საერთო ბრძოლას, რომელიც მიმდინარეობს საერთო მაჟორიტარების ჭრილში. 

ეს არის სწორედ ის მიმართულება, რომელიც აქვს უკვე რვა წელია ამოღებული მიზანში ქართულ ოცნებას. გარდა ამისა, აღსანიშნავია ერთი რამ, რომ საერთო მიზანი – ბიძინა ივანიშვილის დამარცხება, უნდა იყოს მთავარი გზავნილი ოპოზიციის  ყველა იმ პარტიის, რომლის მთავარი მიზანი არის სწორედ ქართული ოცნების დამარცხება და არა საკუთარი ამბიციების ზოგად მიზანზე მაღლა დაყენება. 

თუ ნაციონალურ მოძრაობას, რომელიც არის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია, არ უქმნი კოალიციას, მაშინ, ლოგიკურად, არის მეორე – ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი, ამიტომ არჩევანი არის ძალიან მარტივი". – ამბობს ხატია დეკანოიძე. 

ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ თქვა, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა საზოგადოებაში არსებულ განწყობას და აზრს ანგარიში უნდა გაუწიონ. მისივე თქმით, კოალიციურ ხელისუფლებაში უნდა იყვნენ ისეთი ფიგურები, ვისთან ერთად მუშაობასაც შეძლებენ განსხვავებული პარტიის წარმომადგენლები. შესაბამისად, კოალიციური მთავრობის შექმნის ერთ-ერთი მთავარი პირობაა, რომ მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი მომავალ მინისტრთა კაბინეტში არ იყვნენ.

"როდესაც საკითხი მივა კოალიციური მთავრობის შექმნამდე და, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან დიდი ალბათობით ეს მოხდება, რა თქმა უნდა ჩვენ გვექნება ჩვენი პირობები მომავალ კოალიციურ ხელისუფლებასთან დაკავშირებით იმიტომ, რომ კოალიციური ხელისუფლება ყოველთვის გულისხმობს მოლაპარაკებას და შეთანხმებებს პარტიებს შორის. ამიტომ არ იქნებიან ადამიანები, ვინც ჩვენი გადმოსახედიდან მომავალ მინისტრთა კაბინეტში არ უნდა იყოს. მაგალითად, სააკაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი არ იქნებიან მინისტრთა კაბინეტში, მათ შორის პრემიერმინისტრად". – თქვა დავით ბაქრაძე.

ბაქრაძის თქმით, პიროვნების როლი პარტიაში არის ერთ-ერთი თემა, რის შესახებაც ევროპულ საქართველოს ჰქონდა ნაციონალური მოძრაობისგან განსხვავებული ხედვა.

დავით ბაქრაძის სიტყვებს გამოეხმაურა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, სალომე სამადაშვილიც. მისი თქმით, "მიხეილ სააკაშვილზე თავდასხმა ძალიან ძვირი დაუჯდებათ მაჟორიტარ კანდიდატებს ევროპული საქართველოდან".

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: პატიმრობის მისჯის შემდეგ მსჯავრდებული ტყეში გაიქცა, 58 წლის კაცი უკვე დავაკავეთ

კომენტარები