საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

მტკვარში მაშველებმა კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს

მაშველებმა მდინარე მტკვარში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. როგორც ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, ცხედარი ჯერჯერობით იდენტიფიცირებული არ არის. 

ცოტახნისწინ, მდინარე მტკვარში ბარ ბაუჰაუსიდან დაკარგული ახალგაზრდა ქალის, ბაია ბერუაშვილის ცხედარი იპოვეს. 

ბაია ბერუაშვილი და გიორგი შალამბერიძე ბაუჰაუსიდან 15 აგვისტოს, დილის 5 საათზე გავიდნენ და გაუჩინარდნენ. 

კომენტარები