საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

შსს-მ დაადასტურა, რომ მტკვარში ბაუჰაუსიდან დაკარგული გიორგი შალამბერიძის ცხედარიც იპოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დაადასტურა, რომ მტკვარში ბარ ბაუჰაუსიდან დაკარგული გიორგი შალამბერიძეც გარდაცვლილი იპოვეს.

რამდენიმე საათით ადრე მტკვარში იპოვეს იმავე ბარიდან დაკარგული ახალგაზრდა ქალის, ბაია ბერუაშვილის ცხედარი.

შსს გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით აგრძელებს.

ბაია ბერუაშვილი და გიორგი შალამბერიძე ბაუჰაუსიდან 15 აგვისტოს, დილის 5 საათზე გავიდნენ და გაუჩინარდნენ. 

კომენტარები