ბელარუსი

ზურაბიშვილი: ვიმედოვნებ, ბელარუსის დემოკრატიული და ევროპული მომავალი არ შეფერხდება

0 კომენტარი
ფოტო: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამ დღეების განმავლობაში პირველად გამოეხმაურა ბელარუსში მიმდინარე მოვლენებს. პრეზიდენტის განცხადებით, მას სჯერა, რომ ბელარუსი და მისი ხალხი საკუთარი მომავლის დემოკრატიულად გადაწყვეტას შეძლებს. 

"საქართველო პატივს სცემს ევროპულ ღირებულებებს და ერთგულია დემოკრატიული პრინციპებისა, რომლებსაც ეფუძნება ჩვენი ორი მეგობარი სახელმწიფოს განვითარება, წინსვლა და ევროპულ ოჯახში დაბრუნება.

ვიმედოვნებთ, რომ მიმდინარე პროცესი დასრულდება ისე, რომ ბელარუსის დემოკრატიულ და ევროპულ მომავალს არ დააზიანებს და არც შეაფერხებს. ვემიჯნებით ყველანაირ ძალადობას. გვჯერა, რომ ბელარუსი და მისი ხალხი შეძლებს საკუთარი მომავლის დემოკრატიულად გადაწყვეტას". – წერია განცხადებაში. 

ბელარუსში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს საპრეზიდენო არჩევნების შემდეგ გრძელდება. ათიათასობით მოქალაქე არჩევნების შედეგებს აპროტესტებს, რომელთა თანახმადაც ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების 80.23% დააგროვა. ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბიზნესმენების გატაცებისა და ფულის გამოძალვისთვის 4 ახალგაზრდა კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები