სირია

სირიაში რუსეთისა და თურქეთის ერთობლივ პატრულზე თავდასხმა მოხდა

სირიის იდლიბის რეგიონში რუსეთისა და თურქეთის ერთობლივი პატრულირებისას თავდასხმა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით რუსული მედია ავრცელებს.

რუსეთისა და თურქეთის წარმომადგენლები ამბობენ, რომ თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა დაზიანდა სამხედრო ტექნიკა.

გახშირებული თავდასხმების გამო გასულ კვირას M4 გზატკეცილზე პატრულირება დროებით შეწყდა.

გასულ თვეს ქალაქ არიჰასთან რუსეთისა და თურქეთის სამხედრო ძალების პატრულირების ადგილას დანაღმული მანქანა აფეთქდა. დაშავდა რამდენიმე რუსი სამხედრო.

ალეპოს და ლატაკიის დამაკავშირებელ მაგისტრალზე პატრულირების შესახებ ორი ქვეყნის ლიდერები მარტში შეთანხმდნენ. ადგილობრივმა მოსახლეობამ შეთანხმება და რუსეთისა და თურქეთის პატრულირება არაერთხელ გააპროტესტა.

კომენტარები