არჩევნები2020

რუსთავის მაჟორიტარი კანდიდატი კალაძემაც "ოთხი შვილის დედად" წარადგინა

tvimedi

დღეს, 17 აგვისტოს, ქართულმა ოცნებამ რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე წარადგინა. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ თქვა, ლაცაბიძე, ყველა კარგ თვისებასთან ერთად, ოთხი შვილის დედაცაა. 

"მივიღეთ გადაწყვეტილება წარმოგვედგინა ადამიანი, რომელიც ძალიან კარგად იცნობს ამ ქალაქს, რომელიც დაბადებულია ქალაქ რუსთავში და ბოლო წლებში თბილისის საკრებულოში მუშაობდა ჩვენთან ერთად, ეს არის ნინო ლაცაბიძე, რომელიც არის ძალიან ძლიერი ქალი, თავის საქმის პროფესიონალი, კარგი მეგობარი და ასევე ყველა კარგ თვისებასთან ერთად ოთხი შვილის დედა, მე მინდა ნინოს წარმატებები ვუსურვო". – თქვა კალაძემ. 

20 ივლისს, დეპუტატების კანდიდატების წარდგენისას, კვოტების მხარდამჭერ ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემაც აღნიშნა, რომ ნინო ლაცაბიძე ოთხი შვილის დედაა. 

კომენტარები